სტატიები

Published on: 15 March 2018

Koenigsegg-ი ახალ ჰიპერქარზე მუშაობს

ჟენევის ავტო შოუს მიმდინარეობისას  კრისტიან ფონ კიონიგსეგმა განაცხადა,რომ კომპანია უკვე მუშაობს ახალ მოდელზე, რომელიც იქნება უფრო ექსტრემალური, ვიდრე Agera RS. ავტომობილი ორიენტირებული იქნება სარბოლო ტრეკზე.

ავტომობილის გარეგნობა ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ინახება, მაგრამ არა იმიტომ, რომ Koenigsegg -ს არ უნდა რამე დეტალის გამხელა, არამედ იმიტომ, რომ ავტომობილი ჯერ არ შექმნილა. მიმდინარე წელს პოტენციური კლიენტები მას გაეცნობია, მაგრამ მხოლოდ 3D მოდელის სახით.

თავისი ახალი ავტომობილის წარდგენას Koenigsegg-ი მომავალი წლის ჟენევის ავტო შოუზე აპირებს.


Back to Top ↑