Published on: 12 March 2018
2018 წლის საუკეთესო საოჯახო ავტომობილები
1. Audi Q5
აუდი Q5 არის ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც გამოირჩევა ყველა კომპონენტში. მას აქვს საკმაოდ კარგი განმავლობა, არ მოიხმარს ბევრ საწვავს მის წონასთან და ძრავის მოცულობასთან შედარებით, არის საკმაოდ ტევადი და მოხერხებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ის 2018 წლის 10 საუკეთესო საოჯახო ავტომობილს შორის მოხვდა.
2. BMW X3
ეს ავტომობილი 5 წლის წინ განიხილებოდა, როგორც სპორტული SUV. დროთა განმავლობაში X3-მა გააუმჯობესა საწვავის მოხმარების კომპონენტი. ეს ავტომობილი არის სწრაფი, ეკონომიური, კომფორტული და საკმაოდ ტევადი. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ეს მოდელი ძალიან მოთხოვნადია 2018 წელს.
3. Jaguar F-Pace
იაგუარის ამ კატეგორიაში მოხვედრა იშვიათობაა, თუმცა ეს ავტომობილი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა საოჯახოდ.
4. Mercedes-Benz GLC
საუკეთესო საოჯახო ავტომობილი გულისხმობს კომფორტსაც, შესაბამისად ამ სიაში Mercedes-ის არ მოხვედრა წარმოუდგენელი იყო. საოჯახოდ ერთ-ერთი საუკეთესოა GLC. ეს ავტომობილი ყველა შეფასებით არის ძალიან კომფორტული და ამასთან ერთად ეკონომიური.
5. Nissan X-Trail
ნისანის ეს მოდელი უკვე წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის მიზეზი ამ ავტომობილის კარგი განმავლობა, წვა და დიდი ტევადობაა. ის ყველა ქვეყანაში განიხილება ერთ-ერთ საუკეთესო საოჯახო და არა მარტო საოჯახო ავტომბილად. მისი ფასი 23 000 ფუნტს შეადგენს და ნისანის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. მისი სავარძლები 3 რიგადაა განლაგებული და საოჯახოდ ძალიან მოსახერხებელია.