Published on: 08 March 2018
Mercedes-AMG G 63: ახალი თაობის ყველაზე დამუხტული გელენდევაგენი
ჟენევის ავტოსალონზე Mercedes-Benz -მა ახალი გელენდევაგენის 584 ცხ.ძ.-ის მქონე ვერსია ჩამოიყვანა. ავტომობილი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 4,5 წამში ანვითარებს. ამის საშუალებას 4 ლიტრი მოცულობის V8 ძრავა იძლევა. გერმანელის მაქსიმალური სიჩქარე 220 კმ/სთ -ს შეადგენს, ხოლო სპეციალური პაკეტის შემთხვევაში ამ მონაცემის 240 კმ/სთ -მდე არის შესაძლებელი.
იმისათვის, რომ ავტომობილს ევლო სწრაფად და ამასთან ეკონომიურად, Mercedes AMG -ში ძალური აგრეგატი სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვეს. მათ შორის არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ცილინდრების ნახევრის გათიშვას რაც საწვავის ხარჯს ამცირებს და შერეულ ციკლში მისი მაჩვენებელი 13,2 ლ -ს უდრის. გელენდევაგენი ასევე აღჭურვილია 9 საფეხურიანი ზესწრაფი ავტომამატური გადაცემათა კოლოფით.