Published on: 01 February 2018
18 თვეში ელექტრონული “ჰარლი” გამოვა
ლეგენდალურმა ამერიკულმა მოტოციკლეტების მწარმოებელმა ადრე უკვე ცადა ელექტრონული “ოლთვალას” გამოშვება. ჯერ კიდევ 2014 წელს Harley-Davidson -მა წარმოადგინა ელექტრონული კონცეპტი სახელწოდებით LiveWire.
პროტოტიპი აღჭურვეს 74 ცხ.ძ. ის მქონე ელექტრონული ძრავით,რომელიც როგორც აცხადებდნენ ანვითარებდა 150 კმ/სთ სიჩქარეს. 0-100 კმ/სთ აჩქარებას LiveWire 4 წამში ანვითარებდა.
იქნება თუ არა LiveWire სერიული ელექტრონული მოტოციკლეტის ბაზა უცნობია. Harley-Davidson -თვლის, რომ ელექტრონული მოტოციკლეტების ბაზარი “ჩასახვის” ეტაპზეა და მათ იმედი აქვთ ამ სეგმენტში ფლაგმანები გახდებიან. ერთადერთი რასაც კომპანიაში დარწმუნებით იძახიან, ეს არის თარიღი. ელექტრონული მოტოციკლი უახლოეს 18 თვეში გამოვა.