Published on: 16 January 2018
Volkswagen-მა Jetta-ს ახალი თაობა ოფიციალურად წარმოადგინა
ახალი თაობის სედანო აწყობილია MQB -ს პლატფორმაზე, რომელიც საფუძლვად უდევს VW Golf -ს, Arteon -ს, Tiguan -სა და Volkswagen -ის სხვა ბოლო მოდელებს. მეშვიდე Jetta -ს სიგრძე გაიზარდა 43 მმ-ით და გახდა 4 702 მმ, სიგანე – 1 799 მმ (+21მმ), სიმაღლე – 1 459 მმ(+6მმ), ბორბელბს შორისი ბაზა შეადგენს 2 686 მმ-ს (+35 მმ). საბარგულის მოცულობა ისევ 510 ლიტრია.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, “ოთხკარა” შემუშავებულია ამერიკელი კლიენტების მოთხოვნის გათვალისწინებით. სედანმა მიიღო ფართო რადიატორის ჩარჩო, ხოლო შუქდიოდური ფარები უკვე საბაზისო კომპლექტაციაში შედის.
Volkswagen -ში განაცხადეს, რომ Jetta -ს სალონი უფრო კომფორტული გახდა. აღიჭურვა 10,2 დიუმი დიაგონალის სენსორული ეკრანის მქონე მულტიმედიური სისტემით, რომელსაც აქვს Apple CarPlay -სა და Android Auto -ს მხარდაჭერა, Beats -ის 400 ვატიანი აუდიო სისტემით, სავარძლების გათბობისა და ვენტილაცის სისტემით, ასევე კლიმატ კონტროლით.
პირველ ეტაპზე Voklswagen Jetta შტატებში შეთავაზებული იქნება ბენზინის 1.4 ლიტრი მოცულობის TSI ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 150 ცხ.ძ. -ს. შემდგომში ბაზარზე გამოჩნდება 2.0 TSI.
ავტომობილის წარმოება დაიწყება მექსიკაში არსებულ Volkswagen -ის ქარხანაში. შტატებში გაყოდვები მეორე კვარტალში დაიწყება, შემდგომში კი სედანის დებიუტი ჩინეთში შედგება, სახელწოდებით Sagitar -ი.