Published on: 15 January 2018
როგორ ვიყოთ მზად ექსტრემალური სიტუაციისთვის თოვლიან გზაზე
გზებზე თოვლის და მოყინული საფარის გაჩენისთანავე ხშირად გაიგებთ შემდეგ ფრაზებს: “იმ დღეს საშინლად მომიცურდა”, “ძლივს გავაჩერე მანქანა”, ნახევარი საათი ვატრიალე რული იქეთ აქეთ რომ გავსწორებულიყავი”.
როგორც კი ქალაქის გზებზე თოვლიანი საფარი ჩნდება, ავტომობილების რიცხვი საგრძნობლად იკლებს. ბევრი მძღოლი პრაქტიკის და სათანადო ცონდის არქონის გამო თოვლიან გზაზე სიარულს თავს არიდებს, მთავარი პრობლემა კი გზაზე მოცურებაა.
ზურა ბეჟაშვილი – ავტოექსპერტი
“ზანოსის”, ანუ ავტომობილის უკანა მხარის სრიალი საკმაოდ ხშირია მოყინულ და დათოვლილ გზებზე. ამ დროს ხშირ შემთხვევაში გამოუცდელი მძოღოლები აგრესიულად იყენებენ მუხრუჭს გასაჩერებლად რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს და ავტომობილი სრულიად დაუმორჩილებელი ხდება. არსებობს რამოდენიმე თეორიული საკითხი რაც უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის მოცურებისას:
როდესაც წინა წამყვან თვლიან მანქანის მოგვიცურდება და “ზანოსშია” უნდა აიღოთ საჭე იმ მხარეს, საითაც ხდება უკანა მხარის წაღება, ანუ თუ მაგალითად მარჯვნივ წაიღო, თქვენ საჭე მარჯვნივ უნდა აიღოთ და გაზს დააჭიროთ ფეხი.ამით თქვენ მანქანას მისცემთ იმ მიმართულებას, საითაც ბორბლები არის მოხვეული, გაზის დაჭერა მანქანის ინერციას ებრძვის და ავტომობილი დამორჩილებადი ხდება.
რაც შეეხება უკანა წამყვან თვლებიან ავტომობილს, მოცურებისას ჩვენ საჭეს „ზანოსის“ საწინააღმდეგო მხარეს ვიღებთ, და ვიყენებთ დაბალ, თანმიმდევრულ გაზს.ამით ვცვლით „ზანოსის“ მიმართულების ვექტორს, როცა აგდებთ გაზს, ბორბლები იწყებს უფრო ნელ ტრიალს და საბურავების მოჭიდებაც მალევე აღდგება.
ავტომობილის მოცურების დროს ნუ ჩავარდებით პანიკაში და ნუ იხმართ მუხრუჭს, თუ მანქანა ABS-ით არ არის აღჭურვილი. გახსოვდეთ, რომ პანიკა ავარიების 80%–ის მიზეზია. მთავარია გაიაზროთ, რომ თუ მანქანა კარგავს მართვას მოლიპულ გზაზე, თქვენ მუხრუჭით უკვე მას ვეღარ დაიჭერთ და შეიძლება, უფრო გააუარესოთ სიტუაცია.ამიტომ ეცადეთ, რომ მარტო გაზის და საჭის მეშვეობით დაიმორჩილო მანქანა. არ ატრიალოთ საჭე ერთი კუთხიდან მეორეში, გახსოვდეთ რომ ყინულიან გზაზე ყველა თქვენს მოქმედებას დიდი ინერციულობა აქვს და მანქანა უცებ არ დაგემორჩილებათ.
ატრიალეთ საჭე მცირე შექანებებით და აანალიზეთ ამ დროს მანქანის ქცევები.
გაითვალისწინეთ, რომ მშრალ ასფალტთან შედარებით სველ ასფალტზე დამუხრუჭებისას სამუხრუჭე მანძილი დაახლოებით 1,5–2 ჯერ მეტია, დათოვლილ გზაზე დაახლოებით 3–4 ჯერ, ხოლო მოლიპულ გზაზე დაახლოებით 5–10 ჯერ. ამიტომ მოლიპულ და თოვლიან ზედაპირზე იარეთ მშვიდად, ზედმეტი მანევრის გარეშე, დაიცავით დისტანცია და წინასწას განსაზღვრეთ მოხვევის და გაჩერების მანძილი.
ავტოექსპერტების თქმით: თუ თქვენ მშრალ საფარზე ავტომობილს კარგად ატარებთ, სულაც არ ნიშნავს იმას რომ მოყინულ საფარზე თქვენი შესაძლებლობები არ შეიცვლება. გარკვეული ტექნიკის და გამოცდილების შეძენის შემდეგ მოყინული საფარის დაძლევაც შესაძლებელია თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სწავლის და გამოცდილების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ ყველაზე მეტ ავტოსაგზაო შემთხვევას ზამთრის პრეიოდში ვაწყდებით. თუ თქვენ ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომობილის ტარებით არ გამოირჩევით თუმცა მაინც გიწევთ მოძრაობა, უმჯობესია მალევე დააზღვიოთ ავტომობილი, რათა თავიდან აირიდოთ ზამთარში უწყინარი მოცურებები, შეგიძლიათ გაეცნოთ ჯიპიაის ავტოდაზღვევის პირობებს და იაროთ მშვიდად მთელი ზამთარი, ასევე მიიღოთ საჩუქრად თეგეტა მოტორსის 1000 ლარიანი ვაუჩერი და შეიძინოთ ახალი ზამთრის საბურავები, რაც ცივ სეზონზე თქვენი უსაფრთხო გადაადგილებისთის ყველაზე აუცილებელია.
რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა