სტატიები
Published on: 19 December 2017
ოჰ, ეს სიურპრიზებით სავსე ცხოვრება! – Renault-ის მორიგი სახალისო ვიდეორგოლი
Renault-ისა და სააგენტო Publicis-ის ერთობლივი სახალისო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად ავტომობილი Scénic-თვის შეიქმნა, კიდევ ერთი ვიდეორგოლი გავრცელდა. ამჯერადაც მთავარი თემა ცხოვრების მოულოდნელი სიურპრიზები და უსაფრთხოების უმაღლესი სისტემით აღჭურვილი ავტომობილია. ორსული ცოლისგან საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, იმის გაგება რომ ბავშვების მამა სულ სხვა პიროვნებაა, ხოლო მეუღლისგან საპასუხოდ კი განსხვავებულ ორიენტაციაში გმოტყდომა, სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც უდაოდ მოითხოვს დისტანციის კონტროლსა და ავტო მუხრუჭს.