Published on: 18 December 2017
როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ოინებს მარტივად
ზამთრის დადგომასთან ერთად აუცილებლად დადგება ავტომობილთან დაკავშირებული წვრილ-წვრილი პრობლემები და დისკომფორტი, რაც გარდაუვალია, თუმცა როგორც იტყვიან ყველაფერს წიგნებში ვერ წაიკითხავ, და გენიალური იდეები მხოლო პრაქტიკაში იბადება.
როგორ გადავაგოროთ ზამთარი ანუ პატარა ოინები ავტომობილისთვის.
პირველი ყველაზე ნაცნობი პრობლემა – ავტომობილის დაორთქლილი მინებია. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი გათბობის ჩართვა ან ფანჯრის ჩამოწევა და სუფთა ჰაერის შემოშვებაა, თუმცა არსებობს კიდევ რამოდენიმე გამოსავალი:
თუ თქვენ გაქვთ საპარსი ქაფი, შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა და არ შეიძინოთ ძვირადღირებული დაორთქვლის საწინააღმდეგო მინის სითხე, უბრალოდ წაუსვით საპარსი ქაფი შიგნიდან ავტომობილის ფანჯრებს, ხოლო შემდეგ, ხელსახოცით მოაშოროთ.ეს ორი ხსნარი, თითქმის იდენტურ ნივთიერებებს შეიცავს, ფასში კი სხვაობა საკმაოდ დიდია.
თუ დილით არ გსურთ რომ დაორთქლილი მინები დაგხვდეთ, საღამოს, სანამ ავტომობილს ჩააქრობთ, ჩამოუწიეთ ფანჯრებს და 1 წუთის განმავლობაში გაანიავეთ.
რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, წინდებს ზამთარში, ჩაცმის გარდა, კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო დანიშნულება აქვს. შეგიძლიათ ჩამოიცვათ ხელებზე და დილაობით მოაშოროთ თოვლი ავტომობილს, თუმცა ასევე შეგიძლიათ ღამის განმავლობაში ჩამოაცვათ ისინი მინის საწმენდებს, ეგრეთ წოდებულ „დვორნიკებს“, ეს მათ გაყინვას შეუშლის ხელს და მასზე არსებული რეზინაც დიდხანს შენარჩუდება. რაც მთავარია თავიდან აირიდებთ გაყინულ საწმენდებს. ხოლო თუ წინდებიანი ავტომობილის დატოვება თქვენთვის ზედმეტად შეუფერებლად გამოიყურება,შეგიძლიათ უბრალოდ აწიოთ და მოაშოროთ საწმენდები მინას, ეს ხერხიც კარგად აპრობირებულია.
იმისათვის რომ დილით ავტომობილი გაყინული ან დათოვლილი არ დაგხვდეთ, შეგიძლიათ ის აღმოსავლეთის მიმართულებით გააჩეროთ, მზის ამოსვლა პირველი თქვენს ავტომობილს დაეტყობა, თუმცა საქართველოს მაგალითზე, სადაც ისედაც რთულია ავტომობილის გასაჩერებელი ადგილის მოძებნა და მითუმეტეს აღმოსავლეთით, შეგიძლიათ სხვა უფრო მარტივ ხერხს მიმართოთ, მაგალითად თან იქონიებთ მინის საწმენდ პულველიზატორში ჩასხმულ 2/3-დი ძმრისა და 1/3-დი წყლის ნარევს, ამ პრობლემას წამებში მოაგვარებთ.
ყურადღება! არასოდროს არ დაასხათ გაყინულ საქარე მინას ადუღებული წყალი, რათქმა უნდა თუ არ გსურთ გაბზარული მინის ეფექტის მიღება!
თუ ავტომობილის საკეტი გაგეყინათ, ამის მოგვერებაც მარტივად შეგიძლიათ: აიღეთ გასაღები და ოდნავ გადაატარეთ სანთებეა ან ასანთი, თბილი გასაღები მარტივად გაადნობს გაყინულ საკეტს , მეორე ვარიანტი თხევადი ხელის სტერილური სითხეა, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს, წაუსვით ის გასაღებს და მარტივად შეძლებს კარის გაღებას. ზოგადად ნებისმიერი ალკოჰოლით ზამთარში ბევრი პრობლემის მოგვარებაა შეიძლებბელი.
თუ ხშირად გიწევთ თოვლიან გზებზე მოგზაურობა, არაერთხელ ყოფილხართ თოვლში ავტომობილის საბურავით ჩაფლული, და შეგიწუხებიათ მეგობრები „მოაწექი“-ს ძახილით, თან იქონიეთ მუყაოს ფირფიტა ან პატარა ხალიჩა, შეაცურეთ ის საბურავის ქვეშ, საბურავი მალევე მოეჭიდება მის ზედაპირს და პრობლემაც გადაჭრილია.
ბონუს რჩევები მეტი უსაფრთხოებისთვის:
სახიფათო ადგილთან მიახლოებამდე შეამცირეთ სიჩქარე, ყურადღება მიაქციეთ ისეთ ადგილებს, სადაც შესაძლოა წყლის დაგუბება, დღისით ეს ჩვეულებრივი გუბეებია, ღამით და დილით კი – ყინული. გზაჯვარედინებთან და შუქნიშნებთან მანქანების ხშირი დამუხრუჭების გამო, გზის საფარი მოყინულია, ამიტომ ყოველთვის დაიჭირეთ თადარიგი და წინასწარ შეანელეთ სვლა.
რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა
[R]