Published on: 06 December 2017
ექსპერიმენტი თბილისში – Traxxas-ის სათამაშო მანქანა VS Nissan 350Z
,,Traxxas VS Nissan”- ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი თბილისში, რომელშიც მონაწილეობა Traxxas X-maxx-ის ავტომობილმა და Nissan 350Z-მა მიიღო. შეიძლება, ბევრისთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ Traxxas-ის მანქანამ, რომელიც თავის კლასში უდავოდ საუკეთესოა, შეძლო და ბაგირის საშუალებით, გაწია 1.5 ტონა სიმძიმის – Nissan 350Z.
Driver.ge ესაუბრა ვიდეოს ავტორსა და ვიდეობლოგის შემქმნელს – გიორგი დანელიას: „რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე ვლოგის გაკეთება. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური და ადამიანური რესურსი ჩემ გარშემო საკმაოდ მაქვს, გადავწყვიტე საინტერესო ვლოგების გადაღება. ძირითადად, ვაპირებ, გადავიღო შედარებები, ტექნიკური განხილვები, დრონებისა თუ სხვა RC მოწყობილობების შედარებები და ა.შ. ზოგადად, არ ვფიქრობ, რომ რაიმე კონკრეტული მიმართულებით შევიზღუდავ თავს, უბრალოდ, მაქსიმალურად ვეცდები, საინტერესო კონტენტი შევქმნათ. სხვათა შორის, 1 კვირაში ძალიან მაგარი პროექტი გვაქვს დაგეგმილი გუდაურში“.