სტატიები
Published on: 27 November 2017
BMW-X2-ს საპრეზენტაციო ვიდეორგოლი – იყავი ის, ვინც გაბედავს!
BMW-მ, სულ ახლახან, თავისი უახლესი ავტომობილის X2-ის პირველი სარეკლამო ვიდეორგოლი წარმოგვიდგინა. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მოდელი ნამდვილად კარგია, მაყურებელი ცოტათი თავად ვიდეომ დააბნია. რეკლამაში ავტომობილი პირდაპირ ოქროსგან ჩნდებ. საერთოდ, მაყურებლის აზრით, 2 წუთში იმდენი ოქროა გამოყენებული, რაც რამდენიმე რეპერის მუსიკალურ კლიპში არ იქნება. მართალია, თავად ვიდეოს “პომპეზურობამ“, მისი ორიგინალურობა სადავო გახადა, თუმცა, ფაქტია, ვიდეორგოლმაც და ავტომობილმაც შთამბეჭდავი ეფექტი მოახდინა.