სტატიები

Published on: 08 November 2017

გაიცანით ყველაზე მძლავრი BMW M3

ბავარიელებმა M3 -ს იგივე ოპერაცია ჩაუტარეს, რაც BMW M4 -ს. სამი ლიტრი მოცულობის ბი-ტურბო ძრავის სიმძლავრე 431 ცხ.ძ. -დან გაზარდეს 460 ცხ.ძ. -მდე. ხოლო ბრუნვითი მომენტი 550 ნმ-დან 600 ნმ-მდე. ავტომობილი აღჭურვილია შვიდ საფეხურიანი M DCT  გადაცემათა კოლოფით, რომლსაც ალტერნატივა არ აქვს.

მყიდველისთვის შეთავაზებულია დისკების რამოდენიმე ვარიანტი, ასევე შესაძლებელია Brembo -ს კარბონ-კერამიკის სამუხრუჭე მექანიზმების შეკვეთაც. სალონში გამოჩნდა სავარძლების ახალი ტყავ-ზამშის მოპირკეთება, CS -ის ლოგოტიპი წინა პანელზე და ძრავის გამშვები წითელი ღილაკი.

0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის ავტომობილს 3,9 წმ სჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც სპეციალურად შეზღუდულია, შეადგენს 280 კმ/სთ -ს. აქედან გამომდინარე თუ არ ჩავთვლით სხვადასხა ტიუნინგ-ატელიეების ნამუშევრებს, BMW M3 CS ყველაზე სწრაფ “ტროიკად” იქცა თავის ისტორიაში. ასეთი სულ 1200 ეგზემპლარი იქნება გამოშვებული. BMW M3 CS -ზე შეკვეთების მიღბა შემდეგი წლის იანვრის თვეში იწყება, ხოლო კლიენტები ავტომობილს გაზაფხულით მიიღებენ.

 

თეგები: ,


Back to Top ↑