სტატიები

Published on: 22 October 2017

ჩინეთის ბაზარზე თანამედროვე პიკაპი გამოჩნდა

კონცეპტუალური პიკაპი JMC Triger Concept -ი შანხაის ავტოსალონში ამ წლის აპრილის თვეში იქნა წარმოდგენილი და მალევე მიიპყრო ყურადღება თავისი არაორდინალური დიზაინით. ავტომობილი საკმაოდ დიდი გაბარიტების გამოვიდა – მისი სიგრძე დაახლოებით ხუთ მეტრას აღწევს და მყიდველისთვის შეთავაზებული იქნება ხუთ ადგილიანი სალონით. ძრავების გამაში ხელმისაწვდომი იქნება ორი ვარიანტი: ბენზინის ორლიტრიანი ტურბოძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 205 ცხ.ძ. -სა და 2,4 ლიტრი მოცულობის ტურბოდიზელი, რომლის სიმძლავრეც 140 ცხ.ძ. -ს უტოლდება. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს აქაც ორი ვარიანტია: ექვსაფეხურიანი მექანიკა და ექვსდიაპაზონიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მყიდველს ასევე შეეძლება აირჩიოს, როგორც სრულამძრავიანი, ასევე უაკანა ამძრავიანი ვერსია.

უკანა ამძრავის მქონე  მოდელი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ბაზარზე 19 900 დოლარი ეღირება, ხოლო ტოპ-მოდიფიკაცია 8 დიუმიანი სენსორული დისპლეის მქონე მულტიმედიური სისტემით, ტყავის სალონით, ადვილად დნობადი დისკებით, კლიმატ კონტროლით, მულტიფუნქციური საჭითა და სხვა დამატებითი აღჭურვილობით მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება 26 100 დოლარად, რაც JMC Tiger -ს ჩინეთის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პიკაპს ხდის. ავტომობილის სხვა ქვეყნში ექსპორტზე ჯერ არაფერი თქმულა.

თეგები: ,


Back to Top ↑