Published on: 28 September 2017
ყველა დროის 5 ყველაზე სწრაფი BMW დრაივერზე
წარმოგიდგენთ ყველა დროის 5 ყველაზე სწრაფ მოდელს, რომელიც BMW-ს შეუქმნია.
5. მე-5 ადგილს იკავებენ BMW-ს სუპერ კროსოვერები – BMW X5M და X6M . ორივე მათგანი აღჭურვილია 4.4 ლიტრიანი V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავით. მიუხედავად წონისა, მათ ეს ძრავი საშუალებას აძლევს 60 მილ/სთ განავითარონ მხოლოდ 4.0 წამში, რაც მართლაც შესანიშნავი შედეგია. მათი მაქსიმალურის სიჩქარე ელექტრონულად შეზღუდულია და არის 250 კმ/სთ. რა თქმა უნდა შეზღუდვის გარეშე გაცილებით მეტის გავითარება შეუძლიათ.
4. მე-4 ადგილს სიაში იკავებს I8. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ავტომობილი, ჰიბრიდული 1.5 ლიტრი მოცულობის ძრავით, 60მილ/სთ-ს მხოლოდ და მხოლოდ 3.9 წამში ავითარებს. ამას ის წონის ხარჯზე აახერხებს. I8 ისეთივე სწრაფია, როგორც Porsche 911 Carrera S, მაგრამ გაცილებით ეკონომიურია.
3. BMW M6 Gran Coupe Competition Package – მეექვსე სერიის შესანიშნავი მოდელი, რომელმაც 560-დან 600 ცხენის ძალამდე გაზარდა სიმძლავრე. ის 60მილ/სთ-ს 3.8 წამში ავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ აქვს (ელექტრონულად შეზღუდული)
2. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ერთ-ერთ მოწინავე ადგილს BMW M3 და M4 იკავებენ. M4 აღჭურვილია 3.0 ლიტრიანი, I ტიპის 6 ცილინდრიანი ძრავით, აქვს 2 ,,ტურბოჩარჯერი” და 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას 0-60მილ/სთ-ს განვითარება შეუძლია 3.7 წამში. მისი ღირებულება $64,200 დოლარს შეადგენს
1. ყველაზე სწრაფი კი BMW M5 30th Anniversary Edition-ია. მას 4.4 ლიტრიანი, 600 ცხენის ძალის მქონე ძრავი აქვს და 0-60მილ/სთ-ს 3.7 წამში ანვითარებს. შეზღუდვის გარეშე კი 200 მილის ანუ 320 კილომეტრის გავლა შეუძლია საათში