ვიდეო

Published on: 23 September 2017

დღის ვიდეო: მიზეზი რომლის გამოც მამაკაცმა BMW -ს ცენტრალური ოფისის წინ ავტომობილი დაწვა

იტალიის მოქალაქე პორმოჰსენი ჰადი BMW -ზე გაბრაზებული ჯერ კდიევ 2008 წლიდანაა. თითქმის 10 წლის წინ მან შეიძინა BMW M6 , რის შემდეგაც დაიწყო ავტომობილის ექსპლუატაციის პრობლემები: ვიბრაცია, ხმაური ძრავასა და გადაცემათა კოლოფში. ჰადის ვერსიით, დილერმა და ავტომწარმოებლმა პრობლემის აღიარებაზე უარი განაცხადეს. საბოლოო ჯამში მამაკაცმა შეწყვიტა ავტომობილის საფასურის გადახდა, რითაც საკუთარ თავს საკრედიტო ისტორია გაუფუჭა. ამ მომენტიდან იტალიელმა ბავარიელებს ომი გამოუცხადა.

ჰადიმ BMW წინააღმდეგ საჯაროდ ორჯერ გამოვიდა. პირველად ეს მოხდა 2013 წელს ფრანკფურტის ავტოსალონში – მაშინ მან 120 ათასი ევრო ღირებულების BMW M6 კუალდისა და ნაჯახის დახმარებით დალეწა. მსგავსი რამ მან 1 წლის შემდეგ ჟენევის ავტოსალონის შესასვლელთან გააკეთა.

3 წლის შემდეგ იტალიელმა თავი ისევ შეგვახსენა. ამჯერად მან მიუნხენში არსებული BMW ცენტრალური ოფისის წინ 7-ე სერიის BMW დაწვა. რის შედეგაც გამოჩნდა სახანძრო და მოყვა პოლიციაც. ჰადი დააპატიმრეს, მაგრამ ამანს ის არ შეუშინებია და მხოლოდ ერთი ფრაზა წარმოსთვა : “მე გავაგრძელებ”.


Back to Top ↑