სტატიები

Published on: 21 September 2017

Nissan -ის რეკორდი: 50 მილიონი ავტომობილი 11 წელიწადში

კომპანია Nissan Motors -ი 1933 წელს დაარსდა და დღემდე ერთ-ერთ უმსხვილეს იაპონურ ავტოკონცერნად ითვლება. თუმცა 1999 წლიდან Nissan -ი სრულიად დამოუკიდებელ კომპანიად არ ითვლება, მას შემდეგ რაც აქციების საკონტროლო პაკეტი ფრანგულმა ავტოკონცერნმა Renault -მა შეიძინა.

Nissan -ი ასევე ითვლება ავტომობილების უმსხვილეს ექსპორტიორად – 1958 წლიდან კომპანიამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ექსპორტი დაიწყო ჩრდილოეთამერიკულ ბაზარზე, ხოლო 1962 წლიდან Nissan -ის ავტომობილები დასავლეთ ევროპაშიც იყიდება. იაპონიის გარდა, კომპანიის ავტომობილები იწყობა აშშ -ში, ჩინეთში, ინდოეთში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში.

ავტომობილების წარმოების ათმილიონიან მავენებელს Nissan -მა 1971 წელს გადააჭარბა, 1990 წელს კი 50 მილიონიანს. 2006 წელს იაპონელებმა 100 მილიონი ავტომობილის გამოშვების შესახებ განაცხადეს. ახლა კი (2017 წლის სექტემბერს) კომპანიის მიერ 150 მილიონი ავტომობილი იქნა გამოშვებული.

 

თეგები:


Back to Top ↑