სტატიები

Published on: 27 April 2017

ამერიკელი 50 საათის განმავლობაში კოცნიდა ავტომობილს რათა ახალი Kia მიეღო

კონკურსი სახელწოდებით “აკოცე Kia -ს” ამერიკული რადიოსადგურის KISS FM -ის მიერ იყო ორგანიზებული. კონკურსის პირობებით მონაწილეებმა ერთ-ერთ სადილერო ცენტრში 50 საათის განმავლობაში უნდა “ეკოცნათ” ავტომობილისთვის. კონკურსის პრიზს ახალი Kia Iptima -წარმოადგენდა.

კონკურსში მონაწილეობა 20 -მა ადამიანმა მიიღო. მონაწილეებს შეეძლოთ შეეცვალათ პოზები ან დაეხველებინათ – მთავარია, რომ ტუჩები ავტომობილთან ჰქონოდათ შეხებული. 24 საათის შემდეგ Kia Optima -სთვის მებრძოლთა რიცხვი 11 -მდე შემცირდა. საბოლოო ჯამში გამარჯვებული 30 წლის დილინი ჯაიასურია გახდა, რომელმაც 50 საათიანი “კოცნის” -თვის $22 000 ღირებულების Kia Optima მოიგო.


Back to Top ↑