სტატიები
Published on: 17 March 2017
ნავიგატორზე თხის გამოსახატავად ავსტრალიელებმა 200 კმ გაიარეს
იმისთვის, რომ აპლიკაციის რუკაზე გამოხატულიყო თხის სილუეტი, ავსტრალიელებს 202 კმ -ის გავლა მოუწიათ. საერთო ჯამში, არასტანდარტულმა მგზავრობამ, რომლის შესახებაც ინფორმაცია მონაწილეებმა Instagram -ში გამოაქვეყნეს, მეგობარ ველოსიპედისტებს ექვს საათზე მეტი წაართვა. დროის ეკონომიისთვის მათ მარშრუტები გაინაწილეს. თხა კი იმის გამო აირჩიეს, რომ როგორც მონაწილე იძახის ძალიან მარტივი დასახატია.