სტატიები

Published on: 14 February 2017

პირველი მფრინავი ავტომობილი: გაყიდვები დაიწყო (+ვიდეო)

კომპანია PAL-V პირობას იძლევა, რომ რამოდენიმე თვეში მფრინავი ავტომობილების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

ცნობილია, რომ ასეთი ავტომობილების პირველი ფრენები 5 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ კი ჰოლანდიური კომპანია პროექტის გაუმჯობესებითა და სერტიფიკაციით იყო დაკავებული. ახლა კი როგორც PAL -V -ში ირწმუნებიან ყველაფერი მზადაა და მათი ქმნილების ყიდვა ყველა მსურველს შეუძლია.

პირველი პარტია Pioneer Edition -ი 90 ეკზემპლარად გამოვა, რომელთაგან თითო 499 ათასი ევრო ეღირება. ამ ფასში შედის მაქსიმალური ოფციონალური პაკეტი, სალონის გაუმჯბესებული მოპირკეთება და ასევე კურსები მძღოლი-პილოტებისთვის.

როგორც კი სპეცვერსიები გაიყიდება, ბაზარზე “ჩვეულებრივი” საფრენი ავტომობილები შემოვლენ, რომლებიც 299 ათასი ევრო ეღირება.

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, მფრინავ ავტომობილს ხმელეთზე მოძრაობაში მოჰყავს Rotax -ის 100 ცხ.ძ. -ის მქონე ძრავას, რის საშუალებითაც PAL-V 0-100 კმ/სთ აჩქარებას 9 წამში ააკეთებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ იქნება. აფრენაში კი მას 200 ცხ.ძ. -ის მქონე ძრავა დაეხმარება. მოსამზადებელი პერიოდი შეადგენს 5-10 წუთს. ასაფრენი დისტანცია – 330 მეტრი. ჰაერში მაქსიმალური სიჩქარე ასევე 160 კმ/სთ -ია. ჰოლანდიელების ამ ქმნილების წონა 664 კგ -ს შეადგენს და მხოლოდ ორ ადამიანს იტევს.

თეგები: , ,


Back to Top ↑