სტატიები

Published on: 09 February 2017

შტატებში სარბოლო Lada იყიდება

ამერიუკულ განცხადებების საიტებზე ძალიან საინტერესო შემოთავაზება გამოჩნდა – სარალო Lada VFTS. მეპატრონე ამ ავტომობილში $40 000 -ს ითხოვს და ირწმუნება, რომ აშშ -ში მსგავსი ავტომობილი არ არსებობს.

განცხადებაში მითითებულია, რომ ავტომობილი გამოშვებულია 1987 წელს. მფლობელის თქმით 2016 წელს ავტომობილი ხელახლა ააწყვეს. ასევე მითითებულია, რომ შესაძლებელია გაცვლაც.

ავტომობილი იწონის 860კგ -ზე ნაკლებს. აღჭურვილია 2,0 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავით.

აქვე დავამატებთ, რომ ამერიკულ საიტებზე აქტიურად მიდის Lada VFTS -ის ფასის განხილვები. ჯერ-ჯერობით დისკუსიის უმრავლესობა თვლის, რომ აღნიშნული ავტომობილი ასეთ თანხად არ ღირს. თქვენ რას ფიქრობთ?

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑