სტატიები

Published on: 07 February 2017

Lamborghini Urus -ი ჟენევაში მიდის

Lamborghini -ს ამ ავტომობილის შესახებ ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ დავწერეთ . ახლა კი დავამატებთ იმას, რომ პირველ პროტოტიპს ჩვენ უკვე მარტის თვეში, ჟენევის ავტოსალონის ფარგლებში ვიხილავთ. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სტეფანო დომენიკალიმ ეს დაადასტურა.

აქვე დავამატებთ, რომ Lamborghini სანტ-ატაგა-ბოლონეზეს ქარხანას აფართოებს. ყველგანმავალს ხომ დიდი ადგილი სჭირდება, რადგან სერიული წარმოება უკვე აპრილის თვეში იწყება. ამასთან იტალიელები ირწმუნებიან, რომ Urus -ი ტრადიციულ ძრავებთან ერთად, PHEV ჰიბრიდული სისტემითაც აღიჭურვება. სხვა სიტყვებით, ეს იქნება მსოფლიოში პირველი პლაგინ-ჰიბრიდული Lamborghini. Lambo ელემენტებზე! – რას იტყვით?

 

თეგები: , ,


Back to Top ↑