სტატიები
Published on: 03 February 2017
გაიცანით ყველაზე მძლავრი Skoda Octavia
Skoda Octavia -ს ოჯახი ახალი RS 245 ვერსიით შეივსო, რომლის სიმძლავრეც 245 ცხ.ძ. -ს შეადგენს, რაც მის წინამორბედზე 15 ცხ.ძ. -ით მეტია. მოდელი აღიჭურვება ორი გადაცემათა კოლოფით, ერთ ვარიანტში იქნება ექვსაფეხურიანი მექანიკა, ხოლო მეორე ვარიანტში შვიდსაფეხურიანი ავტომატიკა. ახალი “ოქტავია” წარმოდგენილი იქნება ორი ძარულ ვარიანტში: ლიფტბეკი და უნივერსალი. ავტომობილის პრემიერა ჟენევის ავტოსალონში გაიმართება.
კომპაქტური სპორტქარი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 6,6 წმ -ში აკეთებს. უნივერსალის მოდიფიკაცია კი 6,7 წმ-ში. Octavia RS 245 -ის მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია ელექტრონულად და შეადგენს 250 კმ/სთ -ს.