Published on: 05 February 2017
700 ავტომობილისგან შემდგარი გიგანტური კოლექცია აუქციონზე გაიყიდება
ამერიკული აუქციონის სახლი VanDerBrinkAuctions -ი გასაყიდად გამოიტანს კოლექციას, რომელიც დაახლოებით 700 ავტომობილისგან შედგება. ყველა ავტომობილი ოჰაიოს შტატში მცხოვრებ რონ ჰაკენბერგს ეკუთვნის, რომელმაც კოლექციის შეგროვება 1960 წლიდან დაიწყო. აუქციონის სახლის ინფორმაციით ჰაკენბერგი ავტომობილებით ბავშვობიდან იყო გატაცებული. პირველი ავტომობილი – Studebaker 1948 15 წლის ასაკში შეიძინა. ცოტათი, რომ წამოიზარდა ის სატვირთოს მძღოლი გახდა, ხოლო შემდგომ საკუთარი გადამზიდი კომპანია ჩამოაყალიბა. ბიზნესის საქმეები კარგად მიდიოდა და ჩვენი დღევანდელი გმირი თავის მეუღლესთან ერთად ავტომობილების კოლექციონირებით დაკავდა.
კოლექციაში სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები შედიან: რამოდენიმე ეპოქის რეტროქარი, სატვირთოები, თვითნაკეთი ავტომობილები, მოტოციკლები, ტრაქტორები, სპორტული მოდელები და ა.შ.
ჰაკენბერგი დიდი ხნის მანძილზე იმედოვნებდა, რომ კოლექციის რესტავრაციას მოახერდებდა, მაგრამ მერე მიხვდა – მას დრო არ ეყოფოდა. შემდგომ მას მუზეუმის შექმნის იდეა მოუვიდა, მაგრამ ამაზეც უარი თქვა. ახლა კი ამერიკელი იმედოვნებს, რომ ავტომობილები სხვა ენთუზიასტების ხელებში მოხვდება, რომლებიც მათზე იზრუნებენ.