სტატიები

Published on: 29 November 2017

6000 ავტომობილი 137 წამში: ჩინელები ირწმუნებიან, რომ მათ რეკორდი დაამყარეს

კომპანია Lynk&Co -მ, რომელიც დაარსებული იქნა კონცერნ Geely -ს მიერ, თავისი პირველი კროსოვერის “01” -ის ოფიციალური გაყიდვები დაიწყო. თავდაპირველად ავტომობილი ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტ მაღაზიაში, ცოტახნის წინ კი დილერებისთვის მიწოდება დაიწყეს. კროსოვერის ფასი 170 000 იუანიდან იწყება, ეს კი დაახლოებით 70 000 ლარს უდრის.

Lynk&Co -ში ირწმუნებია, რომ ინტერნეტ გაყიდვები მთელი საავტომობილო ბაზრისთვის თითქმის რეკორდული აღმოჩნდა. კომპანიის მონაცემებით 137 წამში კოროსოვერის 6 000 ეკზემპლარის შეკვეთა მიიღეს.

კროსოვერი Lynk&Co 01 პირველად ერთი წლის წინ აჩვენეს. ამასთან თვითონ კომპანია არც თუ ისე ადრე – 2016 წელს შეიქმნა. ახალი მარკისთვის პრიორიტეტულ პაზრად ჩინეთი ითვლება. თუმცა ნავარაუდებია, რომ გაყიდვების გეოგრაფია ამერიკასა და ევროპაზეც გაფართოვდება.

გეტყვით, რომ კროსოვერი აღჭურვილია 2,0 ლიტრი მოცულობის ბენზინის ტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 190 ცხ.ძ. -ს. მოგვიანებით ავტომობილი გაყიდვაში 1,5 ლიტრი მოცულობის მქონე სამ ცილინდრიანი ძრავით გამოვა, რომლის სიმძლავრეც 179 ცხ.ძ. იქნება.

თეგები: , ,


Back to Top ↑