Published on: 09 March 2018
Ferrari-ს 5 განსაკუთრებული დეტალი, რომელიც აქამდე არ იცოდით
5) მგზავრის ვიდეო მონიტორი – ferarri-ში მონიტორები გვხვდება ისეთი ფორმით, რომ მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილების დატოვება შეუძლია. მონიტორი არ არის აგრესიული და მკვეთრად გამოხატული. ის იმეორებს ფერარის ინტერიერის დიზაინს და ჰარმონიულად შერწყმულია მასთან.
4) წინა გამაგრილებელი სისტემა – “სავინტილაციოები” – როგორც წესი, ფერარის არ აქვს ჩვეულებრივი, სტანდარული ფორმის “საჰაეროები”. Ferrari-ს სჭირდება კარგი გაგრილება, როგორც ძრავს ასევე სამუხრუჭე სისტემას, შესაბამისად ამ ე.წ “საჰაეროებმა” უნდა უზრუნველყონ ჰაერის მაქსიმალურად ეფექტურად შესვლა.
ფერარი იმით არის განსაკუთრებული, რომ საჰაერო სისტემის ეფექტურობას, აეროდინამიკას და დისაინს უმაღლეს დონეზე ათავსებს ერთმანეთთან.
ფერარი იმით არის განსაკუთრებული, რომ საჰაერო სისტემის ეფექტურობას, აეროდინამიკას და დისაინს უმაღლეს დონეზე ათავსებს ერთმანეთთან.
3) განსხვავებული და მძლავრი “ტურბოჩარჯერი” – ფერარის “ტურბოჩარჯერი” არის განსხვავებული ყველასგან. ის განსხვავდება როგორც ზომებით, ასევე შესაძლებლობებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის “ტურბოჩარჯერი” გამოყენებული აქვს Hyundai-ს ჯერ კიდევ 2010 წელს, 2.0 ლიტრი მოცულობის ძრავიან Sonata-ში, თუმცა ის შედარებით მარტივი და უბრალო იყო.
ფერარის ტურბო გამაძლიერებელი საშუალებას აძლევს ავტომობილს, გამოავლინოს მაქსიმალური შესაძლებლობები და ასევე ასიამოვნოს მისი მფოლბელი შესანიშნავი ხმით.
2) ალუმინის დამცავები ქვედა მხარეს – Ferrari-ს სპორტული დაკიდების სისტემა და სიმაღლე აუცილებელს ხდის ჰქონდეს კარგი დამცავი საშუალება ქვედა მხარეს. ასევე აუცილებელია ეს არ იყოს მძიმე (რკინის, ფოლადის) და არც მსუბუქი და იაფფასიანი (პლასტმასი). ფერარის ინჟინრებმა გაითვალისწინეს ეს ყოველივე და ავტომობილს დაუყენეს რბილი, დამყოლი და საკმაოდ მსუბუქი ალუმინის დამცავები.
1) მაგნიუმის ჩარჩოები სავარძლებში – ეს შტრიხი ფერარის სძენს განსაკუთრებულ მიმზიდველობას. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მის ფასზე და მის უნიკალურობას უსვამს ხაზს