სტატიები

Published on: 23 January 2017

2017 წელს Skoda 11 ახალ მოდელს გამოუშვებს

ესპანურ ქალაქ ბილბაოში Skoda -მ 72 ქვეყნიდან იმპორტიორები და დილერები მიიწვია.მაშტაბურ ტესტ-დრაივზე დაახლოებით 4500 ადამიანმა მოიყარა თავი. 23 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით Skoda ახალი კროსოვერის Kodiaq -ის ტესტ დრაივებს ჩაატარებს. კომპანიაში მოწვეული სტუმრებისთვის კროსოვერის 250 სერიული ეგზემპლარი მოამზადეს.

“საერთაშორისო სადილერო კონფერენციით ჩვენ Skoda -ს ახალ წელს ვხსნით, რომელიც პერსპექტიული იქნება როგორც კომპანიისთვის, ასევე მისი პარტნიორებისთვისაც. 2017 წელს გზებზე Skoda -ს 11 ახალი მოდელი გამოჩნდება” – განაცხადა კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა ვერნერ იოჰორნმა.

ევროპაში ახალი მოდელი გაზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება. ხელმისაწვდომი იქნება 150 და 190 ცხ.ძ.  -ის მქონე დიზელის ვერსიები. ყველაზე მძლავრი მოდიფიკაციები კი ჩინეთშ გაიყიდება.

თეგები: , , ,


Back to Top ↑