სტატიები
Published on: 28 June 2015
2016 წლის Ford Focus RS -ი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო
კომპანია Ford -მა სიჩქარის ფესტივალის წინ, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება, გაამხილა Focus RS -ის ძრავის ტექნიკური მახასიათებლები.
ჟენევაში გამართულ სრულამძრავიანი RS -ის პრემიერაზე Ford -ი შემოისაზღვრა მხოლოდ იმის რწმუნებით, რომ მოდელი გამოიმუშავებს 320 ცხენის ძალაზე მეტ სიმძლავრეს. სინამდვილეში Mustang -ის 2,3 ლიტრი მოცულობის EcoBoost ძრავა გამოიმუშავებს არა მარტო 350 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს, ასევე 470 ნმ ბრუნვის მომენტს. სამწუხაროდ ინფორმაციას დინამიკის შესახებ კომპანია ძველებურად საიდუმლოდ ინახავს. იმედია ამ ინფორმაციას კომპანია Goodwood -ის ფესტივალზე გაამხელს.