Published on: 10 October 2014
Subaru Impreza -ს განხლებული ვერსია
აშშ -ში განახლებული Subaru Impreza -ს მოდელი დაახლოებით 18 195$ ღირს. ავტომობილის ბაზური ვარიანტი შეიცავს საკმაოდ ძვირადღირებულ აღჭურვილობას: რეგულირებად საჭეს, ელექტროპაკეტს, კრუიზ-კონტროლს, უკანა ხედვის კამერას და მულტიმედიური კომპლექსს 6,2 დიუმიანი დისპლეით. Premium კომპლექტაცია, რომლის ღირებულებაც შეადგენს $20 995 -ს აღჭურვილია 16 დიუმიანი დისკებით, წინა სავარძლების გათბობის ფუნქციით და სხვა მოწყობილობებით. აგრეთვე ხელმისაწვდომია 2015 წლის Subaru impreza Sport Limited კომპლექტაციით, რომლის ღირებულებაც წარმოადგენს $26 090 -ს.
ახალი მოდელი აღჭურვილი იქნება 4 ცილინდრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 150 ცხენის ძალას. მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილი 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით და Lineartronic CVT-ით.