სტატიები

Published on: 01 February 2018

18 თვეში ელექტრონული “ჰარლი” გამოვა

ლეგენდალურმა ამერიკულმა მოტოციკლეტების მწარმოებელმა ადრე უკვე ცადა ელექტრონული “ოლთვალას” გამოშვება. ჯერ კიდევ 2014 წელს Harley-Davidson -მა წარმოადგინა ელექტრონული კონცეპტი სახელწოდებით LiveWire.

პროტოტიპი აღჭურვეს 74 ცხ.ძ. ის მქონე ელექტრონული ძრავით,რომელიც როგორც აცხადებდნენ ანვითარებდა 150 კმ/სთ სიჩქარეს. 0-100 კმ/სთ აჩქარებას LiveWire  4 წამში ანვითარებდა.

იქნება თუ არა LiveWire  სერიული ელექტრონული მოტოციკლეტის ბაზა უცნობია. Harley-Davidson -თვლის, რომ ელექტრონული მოტოციკლეტების ბაზარი “ჩასახვის” ეტაპზეა და მათ იმედი აქვთ ამ სეგმენტში  ფლაგმანები გახდებიან. ერთადერთი რასაც კომპანიაში დარწმუნებით იძახიან, ეს არის თარიღი. ელექტრონული მოტოციკლი უახლოეს 18 თვეში გამოვა.

თეგები: ,


Back to Top ↑