Published on: 26 March 2018
17 წლიწ წინ გატაცებული Lexus-ი $130 000-ად იყიდება
ეს “ახალი” Lexus LX470 სადილერო ცენტრიდან 2001 წელს მოიპარეს. იმ დროიდან ავტომობილი სხვა ძვირადღირებულ ავტომობილებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა ასევე გაიტაცეს, დახურულ საწყობში ინახებოდა.
ავტომობილის გამყიდველი აღნიშნავს, რომ ავტომობილმა გაიარა სრული ტექნიკური მომსახურება, ხოლო სალონში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია აუდიო სისტემის დამცავი ფირი.
ერთადერთი, რაც მყიდველს დააფიქრებს – ეს ავტომობილის სტატუსია. გატაცების შემდეგ სადაზღვეო კომპანიამ ავტომობილის მფლობელს ზარალი აუნაზღაურა, ხოლო ავტომობილს “ჩამოწერის” სტატუსი მიანიჭა, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი გატაცებულია ან აღდგენილია. ახლანდელი პატრონი მზადაა წარმოადგინოს თავისი ვერსიის დამადასტურებელი სრული ინფორმაცია.
აღსანიშნავია ის, რომ საინტერესოსიტორიის მქონე ავტომობილი არც თუ სიე იაფად იყიდება. ამ Lexus LX470-ში მფლობელი 130 000 დოლარს ითხოვს.