Published on: 13 November 2017
14 ტონა საწვავი საჩუქრად ამბოლში
ავტონაწილების მაღაზიათა ქსელ ამბოლში წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აქცია მიმდინარეობს, რომელიც ნოემბრის ბოლომდე გასტანს. მომხმარებელი, ყოველ დახარჯულ 100 ლარზე საჩუქრად მიიღებს 10 ლიტრ პრემიუმ ხარისხის საწვავს.
აქცია მოქმედებს ამბოლის ყველა პროდუქტზე : აკუმულატორები, ხუნდები, ზეთები, ნათურები, ფარები და ა.შ . თუმცა, აქციამ განსაკუთრებით დიდი დაინტერესება გამოიწვია საბურავების მყიდველებს შორის. რადგან, მაგალითად, ჯიპის ტიპის მანქანის საბურავების შეძენისას მომხმარებელს საშულოდ 200 ლიტრი საწვავი ერგება, რაც საკმაოდ მომხიბვლელი წინადადებაა.
აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში ამბოლმა, სულ რაღაც 1 კვირის ვადაში, 14 ტონაზე მეტი საწვავი გასცა საჩუქრად.
„ასეთ მოთხოვნას ნამდვილად არ ველოდით, თუმცა სასიამოვნოა, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლების მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ინტერესი თვის ბოლომდე გაგრძელდება“ – აცხადებენ ამბოლში
ამბოლი დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. არსებობის მანძილზე კომპანია მუდმივად აფართოებდა როგორც საკუთარი მაღაზიების ქსელს, ასევე საქონლისა და მომსახურების სახეობებს.
დღეისათვის კომპანია დაკავებულია ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტის იმპორტითა და რეალიზაციით როგორც საბითუმოდ ასევე საცალოდ საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით.
ერთის მხრივ, პირდაპირი კავშირი და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან(ქარხნებთან) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მეორეს მხრივ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია პირდაპირ საბოლოო მომხმარებელზე საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით, განაპირობებს ყველაზე დაბალ ფასებს ჩვენს მაღაზიებში.
დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს კომპანია.
დამატებით ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: www.amboli.ge