სტატიები
Published on: 15 May 2018
100 წლის მძღოლმა “ასშ” ისე მოახდინა, რომ ეს არც კი შეუმჩნევია
პატარა ავტო საგზაო შემთხვევა, რომელშიც 100 წელს შესრულებული მძღოლი მონაწილეობდა, მოხდა რიგის ერთ-ერთ ქუჩაზე. პოლიციის თანამშრომლებმა პატრურილებისას შეამჩნიეს Mazda-ს წითელი ავტომობილი, რომლის მძღოლიც უკუ სლვის რეჟიმში დაპარკინგებულ Mercedes-Benz-ს დაეჯახა.
სამართალდამცავები შემთხვევის ადგილისკენ წავიდნენ და შეეცადნენ Mazda-ს მძღოლი დაეკავებინათ, რომელიც იმ მომენტში მოძრაობის გაგრძელებას ცდილობდა.
“საუბრისას ნათელი გახდა, რომ მძღოლმა ვერ შენიშნა შეჯახება, ამიტომაც აპირებდა წასვლას. მონაცემების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის 100 წლისაა” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.