Published on: 09 June 2015
10 მეტრის სიგრძის “მონტსრი” – Ford Excursion
ამერიკულმა კომპანია Big Toyz Racing (BTR) Motors -ი, რომლის ბაზაც მდებარეობს ჰავაის კუნძულებზე, ორიენტირებულია Monster Truck -ებისა და სხვა უნიკალური ავტომობილების წარმოებაზე. წარმოგიდგენთ მის ახალ ავტომობილს – უზარმაზარ ლიმუზინს.
გიგანტური Ford Excursion -ი აღჭურვილია 66 დიუმიანი საბურავებით. ავტომობილი შეფასებულია 1 მილიონ ამერიკულ დოლარად. მან მიიღო ზედმეტსახელი – Sin City Hustler -ი.
ავტომობილის გაბარიტული სიგრძე შეადგენს 9,75 მ -ს, სიმაღლე 3,66 მ -ს, ხოლო სიგანე 3,59 მ -ს. ბორბლებს შორისი ბაზა კი შეადგენს 7,1 მ -ს.
გიგანტური Ford -ი აღჭურვილია 8,5 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით, რომელიც ანვითარებს 750 ცხენის ძალას. ავტომობილის მასა შეადგენს 6,8 ტონას. მის აწყობას დაახლოებით 15 თვე მოუნდნენ. ნახეთ ვიდეო, ფოტოები და შეაფასეთ ეს მონსტრი: