სტატიები

Published on: 12 January 2019

$1 მლნ ღირებულების ავტომობილი ყიდვიდან 11 დღეში დაიწვა

სუპერქარ McLaren Senna-ს ყიდვიდან 640 კმ ჰქონდა გავლილი როდესაც დაიწვა. უიღბლო მძღოლი ბლოგერი Salomondrin-ია, რომელმაც თავისი ისტორია სოციალურ ქსელში გაგვიზიარა. ის ირწმუნება, რომ ავტომობილი ყიდვიდან 11 დღის შემდეგ სრულიად იქნა დამწვარი. აალების მიზეზი ჯერჯერპბით უცნობია. ბლოგერის თქმით, მან ტარების დროს შენიშნა თუ როგორ გამოდიოდა გამოსაბოლქვი მილიდან ცეცხლის ალი. ამის დანახვაზე ის გაჩერდა და შეეცადა ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ McLaren-მა Senna-ს მოდელი 2017 წელს გამოუშვა. ავტომობილმა ეს სახელწოდება ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონის აირტონ სენას საპატივცემულოდ მიიღო. კომპანია სულ ასეთი 500 მოდელის გამოშვებას გეგმავდა. თითოეულის ფასი 1 მლნ დოლარიდან იწყება.

თეგები: ,


Back to Top ↑