Published on: 13 July 2015
1 ლიტრი ბენზინი 0,02$ -ად
დრაივერი წარმოგიდგენთ 2015 წლის 6 ივლისის მონაცემებით ქვეყნებში ბენზინზე არსებული ფასების საშუალო მაჩვენებელს. ამ სიის სათავეში არის ვენესუელა, ეს მაჩვენებელი დამყარებულია ქვეყანაში ბენზინზე არსებულ ისტორიულ ფასზე, ვალუტის კურსსა და ბენზინის საერთაშორისო ფასზე . ერთი ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 0,02 ამერიკულ დოლარს შეადგენს.დღევანდელი ჩვენი კურსით, რომ ვიანგარიშოთ დაახლოებით გამოვა 0,045 ლარი. რაც სიაში მოყვანილ საქართველოში არსებულ საშუალო ფასთან შედარებით დაახლოებით 47 ჯერ ნაკლებია.
ამ მონაცემებით მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.11 ამერიკულ დოლარს. სხვადასხვა ქვეყნებში ბენზინის ფასი სხვადასხვა, რასაც განაპირობებს მათი ეკონომიური მდგომარეობა, გადასახადები, ნავთობის წარმოება, ექსპორტი და ა.შ. ზოგიერთ ისეთ შემთხვევებში, მაგალითად როგორც ვენესუელაა მთავრობა სუბსიდირებას უწევს ბენზინის ფასებს, აქედან არის განპირობებულია ასეთი დაბალი მაჩვენებელიც.