Published on: 07 September 2017
0-100კმ/სთ წარმოუდგენელ დროში! ნახეთ ყველაზე სწრაფი სუპერქარი Driver-ზე
იაპონიაში, კომპანია ASPARK-მა გადაწყვიტა, რაღაც განსაკუთრებული აჩვენოს ფრანკფურტის ავტოშოუზე. ისინი გამოუშვებენ ელექტრონულ სუპერქარს, რომელიც ყველა რეკორდს დაამხობს. მას, მწარმოებლები ASPARK OWL, ანუ ასპარკის ბუს უწოდებენ და არავინ იცის რატომ. ეს იქნება ყველაზე სწრაფი აჩქარების მქონე ელექტრონული სუპერქარი, რომელიც ოდესმე შეუქმნიათ.
ASPARK-ის მიზანია, 0-დან 100კმ-სთ მდე აჩქარების დრო 2 წამზე ნაკლები იყოს, რადგან, როგორც იცით Tesla Model S P100D 100კმ/სთ მდე 2 წამში ჩქარდება. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ აპირებენ ამის გაკეთებას იაპონელები, თუმცა ვიცით, რომ მათ დასჭირდებათ რამდენიმე ელექტრო ძრავი, ძალიან ძლიერი ბატარეით, ასევე ავტომობილი იქნება ძალიან მსუბუქი. ისინი კონკურენტად თვლიან, BMW-ს ჯგუფის მიერ გამოშვებულ კარტინგს – ,Grimsel’-საც კი, რომელიც 0-დან 100კმ/სთ მდე 1.513 წამში ჩქარდება. დაველოდოთ იაპონელებს და ვნახოთ შეძლებენ თუ არა ისინი ჩვენს გაკვირვებას.