Published on: 25 September 2014
ახალი Renault Espace
ოფიციალურად გამოქვეყნდა ახალი Renault Espace -ის სურათები. რომლის პრემიერაც პარიზის ავტოსალონში მოხდება. ფრანგებმა ახალი მოდელი მაქსიმალურად დაახლოვეს ძველ კონცეფციასთან Initiale Parism , რომლის ჩვენებაც შარშან ფრანკფურკში მოხდა. საერთო პლასტიკა,მინების საინტერესო ფორმა, ფანტასტიკური ოპტიკა და ბევრი სხვა გადმოტანილია ახალ ავტომობილზე თითქმის უცვლელად.
საინტერესოა, რომ Espace გახდა უფრო მაღალი და ჯიპს დაემსგავსა. ამას იძახდნენ და ეხლაც იძახიან, რომ ჯიპს მიახლოვებული შეხედულება იყო პრიორიტეტული მისია.
მოდელი აწყობილაი ახალ CFM1 პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება 5 და 7 ადგილიანი კონფიგურაციებით. ძრავაზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, სავარაუდოდ მაში ეყენება 4 ცილინდრიანი ძრავა.
ერთი სიტყვით სრული ინფორმაციის მისაღებად ამ ავტომობილზე ველოდებით ოქტომბრის დასაწყისს.