Published on: 24 September 2014
Mercedes-Benz -ი წარმოგიდგენთ ახალი С-Class -ის AMG ვერსიას
დღეს 24 სექტემბერს, ადრე მოცემული პირობის თანახმად Mercedes- მა ფარდა ახადა ახალი AMG ვესრიების საიდუმლოებებს. მოდელებმა მიიღეს V8 ძრავა და ხელმისაწვდომი იქნება ორ მოდიფიკაციაში, ერთი ჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას და მეორე შედარებით “მძლავრი” S.
პირველ შემთხვევაში ოთხლიტრიანი კარგად ნაცნობი ბუტურბინირებული ძრავი AMG GT ანვითარებს 476 ც.ძ. -ს. 7 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის AMG Speedshift -ის საშუალებით სედანი ანვითარებს 100კმ/სთ 4.1 წამში და ტრადიციულად მაქსიმალური სიჩქარე არის 250კმ/სთ. S ვარიანტი დამატებითი 34 ც.ძ -ის საშუალებით 100კმ/სთ ანვითარებს 4 წამში.
ერთი სიტყვით ესეთიები არიან ახალი მოდელები Mercedes-Benz C63 AMG და C63 AMG S, ნახეთ სურათები.