ცნობილები

Published on: 23 March 2015

ზაზა კორინთელი: “ადრეული ბავშვობიდან მიყვარს ავტო-მოტო სამყარო”

დრაივერის კითხვებს ზაზა კორინთელმა უპასუხა. მას ბავშვობიდან უყვარს ავტო-მოტო სამყარო და ავტომობილსაც ბავშვობიდან მართავს.

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?

როდესაც საჭეს და პედლებს მივწვდი 😀 . ადრეული ბავშვობიდან მიყვარს ავტო-მოტო სამყარო. ისე 9 თვე ვისწავლე ეგრედ წოდებულ “დოსააფის” ავტო სკოლაში და ABC კატეგორიის მძღოლი ვარ.

D: თქვენი პირველი ავტომობილი?

ვოლგა გაზ24 :D.

D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად? 11076171_925413660816631_1645307685_n

Isuzu Rodeo და ეტლიანი მოტოციკლი Ural. როდეო იმიტომ, რომ მაღალგამავალუნარიანი ავტომობილი მჭირდებოდა ჩემი საექსპედიციო საქმიანობიდან გამომდინარე, თან პროფესიონალებში შედარებით იაფფასიანია. Ural -ს კი წლები ვეძებდი და მივაგენი ბოლოს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ, ესეც გერმანული ბმვ-ს სიყვარულით. ისე სტუდიის ფორდტრანზიტითაც ვმოძრაობ ხოლმე   😀 .

D: თქვენი ოცნების ავტომობილი?

ჩემი ოცნების? 😀   ახალი ავტომობილია, მოდელს მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში  😀 . ისე მაინც იაპონური მანქანათმშენებლობისკენ ვიხრები, განსაკუთრებით მაღალი გამავლობის უნარებში, მაგრამ მერსედესს ვაღიარებ როგორც მანქანათმშენებლობის კლასიკას.

D: რა საწვავს ასხამთ?

რეგულარს. ამათ მეტი არ სჭირდებათ.

D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?

პატრულის მიერ არასდროს. ერთხელ ვიდეო პატრულმა დააფიქსირა შუქნიშანზე დგომისას ღერძულა ხაზთან შეხება 😀 . სითი პარკს კი დაუჯარიმრბივარ  😀 .

D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?

გადაადგილების კომფორტული და ჩემთვის ყველაზე მიღებული საშუალება. ოჯახის წევრია, ფაქტობრივად.

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

ყოველთვის ვცდილობ წესებს დავემორჩილო და მაქსიმალურად დავუთმო სხვებს. თუმცა ხშირად ვხვდები ხოლმე ამის გამო უაზრო სიტუაციებში. მაგალითად, როდესაც ვინმეს დავუთმობ და გავატარებ უკნიდან მომდგარი მძღოლები ნერვულ სტრესებში ვარდებიან ხოლმე და სიგნალებით მიკლებენ. ასევე, ბევრჯერ ქვეით მოსიარულესაც პრეტენზია გამოუხატავს, როცა გზა დამითმია, თუნდაც არაადეკვატურ ადგილას ქუჩაზე გადასვლის დროს რას ჩერდები, გაიარე, გაიარეო, მადლობის მაგივრად.

D: თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

ვაზ01 მყავდა, ჩემი წლოვანების დავდიოდი ჩემთვის, ვკაიფობდი  😀  . ერთხელაც სანოსტუდიაში სიმღერას ვიწერდი და მანქანა სტუდიის წინ ეზოში გავაჩერე. შესვენებაზე სიგარეტის მოსაწევად რომ გამოვედით, კი შევამჩნიე, რომ აღარ იდგა, მაგრამ არც მიფიქრია რომ მომპარეს, ალბათ სხვაგან გავაჩერეთქო და შევედი, გავაგრძელეთ ჩაწერა. მერე რამოდენიმე დღის შემდეგ პატრულმა მიპოვა გაძარცვული ეგდო ლისის ტბის მიმდებარე ფერდობზე. დღემდე არ ვიცი და ვერ ვხვდები ამ ამბის გამკეთებლების მოტივაციას  😀 . სხვათაშორის, ის “ნოლადინი” ცოცხალია და ჩემს მშობლებს ემსახურება.

D: გიყვართ სიჩქარე?

მიყვარს, ძლიერი ძრავი, მანევრირების დროს, როდესაც ავტომობილი ყველა შენს გადაწყვეტილებას ემორჩილება, თორემ ისე ჩქარა სიარული არ მიყვარს.

თეგები: ,


Back to Top ↑