ცნობილები

Published on: 14 February 2015

ზაქრო ინწკირველი : “ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ვჭირდები ქვეყანას :)))”.

დრაივერი წარმოგიდგენთ ინტერვიუს “სოციალური ცელის” ერთ-ერთ  წამყვან, კომედი შოუსა და ვანოს შოუს მსახიობთან ზაქრო ინწკირველთან.

D:რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?

ავტომობილის მართვა საკმაოდ გვიან ვისწავლე, 27 ის ვიყავი, მართვის მოწმობაც მალევე ავიღე, ამავე ასაკში.

D:თქვენი პირველი ავტომობილი?11004394_763968960355463_1917614303_n

პეჟო 406, 1997 წლის გამოშვება.

D:რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?

ისევ პეჟო, ოღონდ ამჟამად შემდეგი მოდელი 407

D:თქვენი ოცნების ავტომობილი?

ბავშვობიდან ძალიან მიყვარს პორშე 911, ვხატავდი კიდეც… ის ჩემი ფავორიტია დღესაც…

D:რა საწვავს ასხამთ?

95 ოქტანობის პრემიუმ კლასს, კონკრეტულად კი რომპეტროლის ეფიქსს.

D:ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?

პირველი ავტომობილის პერიოდში მხოლოდ ჯერ, მას შემდეგ აღარ და იმედია ასევე გაგრძელდება:) პ.ს. ის ორივე ჯარიმა გადახდილი მაქვს დროულად:)

D:ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?

როლი ავტომობილს მართლაც დიდი აქვს, ვერც წარმომიდგენია მის გარეშე თბილისში ცხოვრება… თუმცა ფეხით სიარულზეც არასდროს ვამბობ უარს და თუ კი მანქანის აუცილებლობა არ არის, ფეხითაც მშვენივრად ვმოძრაობ…

D:როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

ძალიან წესიერი მძღოლი ვარ და კანონმორჩილი… ვერ ვეგუები “ქართულ მოძრაობას” და ხშირად ხასიათსაც მიფუჭებს, ხანდახან პირიქით, ვიცინი ხოლმე თავხედობის პიკზე:)

D:თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

კურიოზი რაც მახსენდება სულ ახლახანს მოხდა, ზუსტად ახალი წლის ღამეს, 20 წუთით ადრე საბურავი დაეშვა, არადა რესტორანში მეგობრები მელოდებოდნენ… ახალ წელს ვულკანიზაციაში შევხვდი… ის დალოცვილიც რომ მუშაობდა ახალი წლის ღამეს, ვფიქრობ ესეც სახალისოა :).

D:გიყვართ სიჩქარე?

სიჩქარე მაინცდამაინც არა. არასდროს ვაჭარბებ დასაშვებს, თუმცა ხანდახან კი მიყვარს ავტომობილის გამოცდა, ძირითადად მაგისტრალზე და უსაფრთხო ადგილებზე. რისკიანი არ ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ვჭირდები ქვეყანას:)))

თეგები: ,


Back to Top ↑