სტატიები

Published on: 20 November 2015

ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იღვიძებს დილით და თავის ავტომობილის საჭეს უჯდება

მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყოველდღიურად მილიონობით  ადამიანი იღვიძებს და ჯდება თავის ავტომობილის საჭესთან, სადაც ხედავს”H” -ს . ვიღაცა უბრალოდ გაიღიმებს, ვიღაცა ამაყობს ამით, ზოგი კი ზედმეტი ფიქრების გარეშე იწყებს მოძრაობას და დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ავტომობილი მას არ უღალატებს. ყველა ადამიანს თავისებური ფიქრები და გრძნობები აქვს, მაგრამ ყველაფერი ეს არ იქნებოდა, თუ არა 109 წლის წინ, 1906 წლის 17 ნოემბერს, იაპონურ ქალაქ ჰამამაცუში სოიჩირო ჰონდას დაბადება.

სოიჩირო ჰონდა დაიბადა სოფლელი მჭედლის ოჯახში. იმისთვის, რომ გამოკვებოს ოჯახი მისი მამა ხსნის ველოსიპედების სახელოსნოს, სადაც ბიჭუნა ტექნიკას ეჩვევა. როდესაც ქალაქში გამოჩნდა პირველი ავტომობილი ამან სოიჩირო  ღრმად შეძრა. მან დაიწყო ოცნება პროფესიაზე, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ავტომობილთან. 15 წლისა სოჩირო მიემგზავრება ტოკიოში და მუშაობას იწყებს ავტოსახელოსნოში სახელად Art Shokai.

მალე სოიჩირო  მექანიკოსი გახდა და სახელოსნოს პატრონი საკაკიბარა სთავაზობს ახალგაზრდას Daimler -ის ბაზაზე ააწყოს სპორტული ავტომობილი. ჰონდამ შესანიშნავად გაართვა დავალებას თავი. მან ააწყო ავტომობილი, მონაწილეობა მიიღო რბოლაში და გაიმარჯვა. თავისი პირველი პატენტი ჰონდამ 1928 წელს მიიღო, როდესაც მოიფიქრა ავტომობილის ბორბლების ხის ღერძები ჩაენაცვლებინა მეტალისებით. ამავე წელს მან მშობლიურ ქალაქში გახსნა Art Shokai -ს ფილიალი და დაიწყო ახალი სარბოლო ავტომობილის შემუშავება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოიჩირომ დაიწყო მოტოციკლეტების წარმოება. თავიდან ველოსიპედებს ძრავებს უყენებდა. მაგრამ უკვე 1945 წლის ბოლოს გადაწყვეტს, რომ ამაზე კარგი ბიზნესის აწყობა შეიძლება და აფუძნებს Honda Technical Research Institute -ს. ამ ფირმის ფარგლებში ჰონდა იწყებს თავისი ძრავებით აღჭურვილი ველოსიპედების სერიულ წარმოებას. ორი წლის შემდეგ გამდიდრებული ჰონდა ფირმის სახელს ცვლის Honda Motor Company -ზე და აშენებს ახალ ქარხანას. ფირმა ხდება მსოფლიოში მოტოციკლეტების ძირითად მწარმოებლად. პირველი მოდელი შეიქმნა 1949 წელს და დაარქვეს Honda Dream. 1970 – X წლებში ჰონდა იწყებს ავტომობილების გამოშვებას. 1973 წელს სოიჩირო კონცერნის ხელმძღვანელის ადგილს ტოვებს, მაგრამ კიდევ ათი წელი განაგრძობს მუშაობას.

სოიჩირო ჰონდა გარდაიცვალა 1991 წლის 5 აგვისტოს მშობლიურ ქალაქში თირკმლის ავადმყოფობით.

 

თეგები: ,


Back to Top ↑