სტატიები

Published on: 08 January 2018

წყალი თუ ანტიფრიზი?

თუ ჯერჯერობით ძლიერი ყინვები არ გვაწუხებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზამთრის მომდევნო თვეშიც ამინდი ასე დაგვინდობს. იმისათვის, რომ ერთ დღესაც, გარეთ გასულებმა არ აღმოვაჩინოთ შემზარავი სანახაობა – რაც ყველა ავტომობილის მეპატრონისთვის მისი მწყობრიდან გამოსვლაა, სჯობს ახლავე დავიწყოთ ანტიფრისზე ზრუნვა.

ანტიფრიზი ნებისმიერ შემთხვევაში გენიალური რამაა: სიცხის დროს, ის დუღილს უშლის ხელს; ხოლო, როდესაც ცივა, პირიქით – გაყინვას. ჩვენს ორგანიზმს სჭირდება კლიმატის რეგულირება, ზამთარში აუცილებელია გათბობა რათა არ შეგვცივდეს, არ გავცივდეთ და კარგად ვგრძნობდეთ თავს, ზაფხულში სიცხის დროს კი გვჭირდება კონდენციონერი, რომ ორგანიზმი არ გადაგვიხურდეს და ზედმეტმა სიცხემ ენერგია არ წაგვართვას. ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს ეს ჯადოსნური სითხეც ჩვენს ავტომობილში.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია ანტიფრიზის გარეშე, ძრავაში მხოლოდ წყალია და გარეთ -2 გრადუსი ყინვაა, რა ხდება ამ დროს? ჭიქაზე რომ ავიღოთ მაგალითი მივხვდებით, რომ, თუ ყინვაში ჭიქაში წყალს ჩავასხამთ, ის გასკდება, ანუ, წყალი ფართოვდება და გახეთქავს ჭურჭელს. იგივე ხდება ძრავასთან დაკავშირებით. ამიტომ შეიძლება,რომ დილით ჩვენი ავტომობილის ძრავა ორად გახლეჩილი დაგვხვდეს; უკეთეს შემთხვევაში, საცობები იქნება გამოყრილი, რომელიც იმისთვის აქვს ძრავას, რომ, გაყინვის შემთხვევაში, გამოცვივდეს.

ბევრი ფიქრობს, რომ სანამ ანტიფრიზს ჩავასხავთ, ის გამოხდილ წყალთან უნდა გაზავდეს. ეს ასე არ არის. ანტიფრიზი ყველაზე კარგად მუშაობს, როცა მას საერთოდ არ გავაზავებთ. საქმე იმაშია, რომ სუფთა ანტიფრიზის ჩასხმა, ძალიან ძვირი ჯდება და ჩვენს რეალობაში ბევრი აკეთებს მასზე ეკონომიას, თუმცა ხარისხიანი ანტიფრიზი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ავტომობილის იმუნურ სისტემასთან და ამას დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი აანალიზებს, მათ შორის კომპანიებიც როგორიცაა „ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელიც ავტო დაზღვევასთან ერთად, თეგეტა მოტორსის 1000 ლარიან ვაუჩერს გვთავაზობს, იმისთვის, რომ არ მოვაკლოთ ჩვენს ავტომობილს ხარისხიანი მომსახურეობა და თავიდან ავირიდოთ სამომავლო პრობლემები.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ანტიფრიზის შეძენის დროს: თუ თქვენ ცნობილი ბრენდის ანტიფრიზს არ ყიდულობთ, მაშინ გაითვალისწინეთ: სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე, არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი, შენჯღრევის დროს  სითხე ძალიან არ უნდა აქაფდეს,თუ მცირედი ქაფი აქვს, ისიც რამდენიმე წამში უნდა გაქრეს. ასევე ხარისხიანმა ანტიფრიზმა დროთა განმავლობაში ფერი მკვეთრად არ უნდა იცვალოს.

ანტიფრიზის თავად შერჩევა და გაზავება, თუ თქვენ ავტოექსპერტი არ ხართ, რეკომენდირებული არაა. ხოლო, თუ ავტომობილში ხარისხიანი ანტიფრიზი ასხია და მას მხოლოდ დამატება სჭირდება, ამ პროცესს თავადაც მარტივად გაუმკლავდებით.

 

რუბრიკის სპონსორია ჯიპიაის ავტოდაზღვევა

 

თეგები: , ,


Back to Top ↑