სტატიები

Published on: 06 December 2015

წყალბადზე მომუშავე Hyundai Tucson -მა სიჩქარის რეკორდი დაამყარა

კომპანია Hyundai -მ გაგვიზიარა ვიდეო რგოლი, რომელშიც კროსოვერი Tucson -ი შესაბამის კლასში სიჩქარის რეკორდს ამყარებს.

მიღწევა დაფიქსირდა კალიფორნიაში, დამშრალ ტბა სოგის ზედაპირზე. წყალბადზე მომუშავე Hyundai Tucson -მა განავითარა 152,2 კმ/სთ (94,6 მლ/სთ) სიჩქარე. ამასთან ამ მოდელის მაქსიმალური სიჩქარე, როგორც კომპანიაში აცხადებენ შეადგენს 161 კმ/სთ -ს.

Hyundai Tucson -ი, რომელმაც რეკორდი დაამყარა, მოძრაობაში მოჰყავს 136 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავასა და ლითიუმ-იონურ ბატარეებს, რომლებსაც ელექტრო ენერგია მიეწოდებათ ჟანგბადსა და წყალბადს შორის წარმოქმნილი რეაქციის შედეგად. ერთი სავსე ავზით ავტომობილს შეუძლია დაფაროს 426 კილომეტრი.

თეგები: , ,


Back to Top ↑