სტატიები

Published on: 14 November 2014

VW -მა პროექტ Golf R400 -ს “მწვანე შუქი” აუნთო

a887e5e925c06920438675359b

შესაძლებელია მომავალ წელს ევროპაში გამოჩნდეს “სუპერ გოლფი”, რომელსაც 400 -ზე მეტი ცხენის ძალა ექნება. გავრცელებული ცნობებით Volkswagen -მა Golf R400 -ის სერიული პროექტი დაამტკიცა, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე პეკინის ავტოსალონში კონცეპტის სახით იქნა დებიუტირებული. ავტომობილის ფასი იქნება 50 000 ევრო.

კონცეპტუალური VW Golf R400 სპორტული სავალი ნაწილებითა და ნეონური აქცენტებით აღჭურვილია 2,0 ლიტრი მოცულობის ტურბინირებული ძრავით, რომლის სიმძლავრეც 420 ცხენის ძალას წარმოადგენს. პირველად R400 -ის სერიულ წარმოებაზე ინფორმაცია პრემიერის შემდეგ გავრცელდა. თუმცა იყო ეჭვები, რომლის მიხედვითაც 6 სიჩქარიანი DSG სრულ დატვირთვას ვერ გაუძლებდა. ახლა უკვე დაბრკოლება გადალახულია, რადგან ფოლსბურგში წარმატებით დამთავრდა 10 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის ტესტირება.

თეგები: , ,


Back to Top ↑