სტატიები

Published on: 15 May 2018

Volvo-ში განაცხადეს, რომ ჩინეთში წარმოებული მათი ავტომობილი ევროპულზე ხარისხიანია

ჩინეთში წარმოებული Volvo-ს ავტომობილები უფრო ხარისხიანად არის აწყობილი, ვიდრე ევროპაში გამოშვებულები. ასე თვლის კომპანის ვიცე-პრეზიდენტი დიზაინის განხრით რობინ პეიჯი. მისი სიტყვები მოჰყავს გამომცემლობა Autoevolution -ს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ სინამდვილეში ჩინეთში გამოშვებული ავტომობილების ხარისხი უკეთესია, ვიდრე ევროპულის. მათთან ( ჩინეთში) წარმოებაში ჩართულია უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე რობოტი. ეს წარმოების პროცესში უფრო დეტალური კორექციების შეტანის საშუალებას იძლევა”.

გამომცემლობა განმარტავს, რომ, სავარაუდოდ პეიჯის ასეთი აზრი გამომდინარეობს ჩინეთში არსებული ხარისხის უფრო მკაცრი კონტროლით. ასევე წერენ იმასაც, რომ მუშა ხელზე დანახარჯი ჩინეთში ევროპასთან შედარებით ნაკლებია. შესაბამისად მწარმოებლები თავს უფლებას აძლევენ უფრო მეტი რესურსები ჩადონ ამწყობი ხაზის უფრო მაღალი დონის ხარისხში.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑