ვიდეო

Published on: 09 April 2015

Volvo -მ ველოსიპედისტებისათვის მანათობელი სპრეი გამოიგონა (ვიდეო)

Volvo -მ გამოიგონა სპეციალური სპრეი რომელიც სიბნელეში ანათებს.

“ყოველ წელს 19 ათასზე მეტი ველოსიპედისტი ტრამვირდება დიდი ბრიტანეთის გზებზე. Volvo -ში ჩვენ ვთვლით, რომ საუკეთესო მეთოდი ავარიაში გადარჩენის -ეს არის ავარიისგან თავის არიდება, აქედან გამომდინარე უბედური შემთხვევების რიცხვის შემცირებით მივისწრაფით გავხადოთ გზები უფრო უსაფრთხო” – ნათქვამია Volvo Car UK -ის განცხადებაში.

სპრეი სახელად LifePaint ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტს. მისი დასხმა შესაძლებელია როგორც ტანსაცმელზე ასევე ველოსიპედზე. ის არ წარმოადგენს საღებავს, მისი შემჩნევა დღისით შეუძლებელია, ხოლო ღამით ავტომობილის ფარების შუქზე მკვეთრად ანათებს. აქედან გამომდინარე ავტომობილის მძღოლს თავისუფლად შეეძლება უეცრად გამოსული ველოსიპედისტის შემჩნევა. LifePaint -ი დასხმიდან 10 დღის განმავლობაშ ინარჩუნებს თავისი მოქმედების ძალას.

დღეს-დღეისობით სპრეი ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის მხოლოდ 6 ველოსიპედებისა და აქსესუარების მაღაზიაში. უახლეს მომავალში იგეგმება სიახლის მთელი მსოფლიოს მაშტაბით გაყიდვა. ნახეთ ვიდეო და შეაფასეთ:

თეგები: ,


Back to Top ↑