Startaperi

სტატიები

Published on: 05 December 2017

Volkswagen -მა სარალო Polo წარმოადგინა

Volkswagen Motorsport ქვედანაყოფმა სარალო ჰეჩბექი Polo GTI R5 წარმოადგინა, რომლის წონაც 1320 კგ -ს შეადგენს. მოდელი შემუშავებული იქნა Skoda -ს ჩეხი სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად, რომელთაც მოდელ Fabia R5 -ის დამსახურებით ავტომობილის რალისთვის მომზადების დიდი გამოცდილება აქვთ.

როგორც სამოქალაქო Volkswagen Polo GTI -ს შემთხვევაში, სარბოლო მოდელიც აღჭურვილია ოთხ ცილინდრიანი ტურბო ძრავით. თუმცა რაც შეეხება მოცულობას, სამოქალაქო ვერსიაში მოთავსებულია 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 200 ცხენის ძალას. ხოლო სარალო ვერსიაში გამოყენებულია შედარებით კომპაქტური ძრავა 1,6 ლიტრი მოცულობით, რომელიც გამოიმუშავებს 272 ცხ.ძ. -სა და 400 ნმ. ბრუნვით მომენტს. R5 0-100  კმ/სთ აჩქარებას 4,1 წმ უნდება.

 

 

თეგები: ,


Back to Top ↑