სტატიები

Published on: 09 March 2019

Volkswagen-მა პატარა სწრაფი კროსოვერი შექმნა

ჟენევის მოტორ შოუზე Volkswagen-მა დამუხტული T-Roc R-ი წარმოადგინა. ავტომობილმა მიიღო პატარა და მძლავრი ძრავა. სულ რაღაც 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავა 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მისი ბრუნვითი მომენტი 400 ნმ-ს შეადგენს. ძრავა მოქმედებაში მოჰყავს 7 საფეხურიან DSG გადაცემათა კოლოფს. ამძრავი-სრული. ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა ავტომობილმა განავითაროს 250 კმ/სთ-სიჩქარე, ამასთან ეს მაჩვენებელი შეზღუდულია. 0-100 კმ/სთ აჩქარებას კი T-Roc R-ი 4,9 წამში აკეთებს.

თეგები: ,


Back to Top ↑