ვიდეო

Published on: 22 June 2018

Volkswagen-მა I.D. R Pikes Peak-ი წარმოადგინა რომელიც Formula 1-ზე სწრაფია

ავტომობილის პრეზენტაცია საფრანგეთში არსებულ ალეს სარბოლო ტრასაზე გაიმართა, სადაც დაიბადა რომენ დიუმა, რომელსაც მოუწევს  I.D. R Pikes Peak -ის ტესტირება და პილოტირება Pikes Peak Hill Climb რბოლაში.

Volkswagen-ის წინაშე დგას ამბიციური ამოცანა – Pikes Peak Hill Climb -ის რბოლაში დაამყაროს ახალი რეკორდი ელექტრონული სარბოლო ავტომობილების კატეგორიაში.

ორი ელექტრონული ძრავის საშუალებით ავტომობილი გამოიმუშავებს 680 ცხ.ძ. და 650 ნმ ბრუნვით მომენტს. თუ ეს ციფრები თქვენთვის შთამბეჭდავი არაა, მაშინ გეტყვით რომ ავტომობილი  1 100 კგ-ზე ნაკლებს იწონის – ეს უკვე სხვა საქმეა არა?

 


Back to Top ↑