Uncategorized

Published on: 13 October 2014

როგორ მოქმედებს ავტომობილის ფერი მის უსაფრთხოებაზე?

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ კავშირი ავტომობილის ფერსა და ავარიაში მოხვედრის შანსს შორის საერთოდ არ არის, თქვენ ცდებით.

პირველ რიგში ფერზეა დამოკიდებული თუ რამდენადაა შესამჩნევი ავტომობილი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ.

მეორე რიგში ავტომობილის პატრონის ფერის მიერ დამოკიდებულება მისი ხასიათის ძლიერ ინდიკატორად ითვლება.

სტატისტიკის მიხედვით უფრო ხშირად საგზაო შემთხვევებში ხვდებიან შავი, ყავისფერი და მწვანე ფერის ავტომობილები. მოცემული ფერის ავტომობილები ადვილად ერწყმიან გარემოს და ცუდი ამინდის პირობებში მათი გამორჩევა რთულდება. შავი მათ შორის ლიდერია და ყველაზე საშიშად ითვლება ღამის დროს.

თეთრი, წითელი და ყვითელი ფერის ავტომობილები საგზაო შემთხვევებში ხვდებიან გაცილებით იშვიათად. ყველაზე უსაფრთხოდ ვერცხლისფერი ავტომობილები ითვლებიან, რადგან 2 ჯერ იშვიათად ხვდებიანა ავტო-საგზაო შემთხვევებში.

ბოლოს კი დავამატებ იმას, რომ ყველაზე იშვიათად ხდება ყავისფერი ავტომობილის გატაცება. ალბათ ამის მიზეზად მისი დაბალი პოპულარულობა მძღოლებს შორის უნდა ჩავთვალოთ.

 


Back to Top ↑