სტატიები

Published on: 18 February 2017

Toyota Tacoma 1,5 მლნ. კმ. გარბენით ახალ მოდელში.

Toyota -ს ამერიკულმა სადილერო ცენტრმა თავის კლიენტს Tacoma -ს ახალი პიკაპი აჩუქა, სანაცვლოდ კი მისი 2000 წლის “ტაკომა” წამოიყვანა, რომლის გარბენმაც 988 345 მილი შეადგინა ( თითქმის 1,6 მილიონი კილომეტრი).

ავტომობილს დაზიანებული აქვს ძარა, მაგრა ტექნიკური მხარე, როგორც მფლობელი აცხადებს, მშვენიერ მდგომარეობაშია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაუმართაობის სერიოზულ პრობლემას ადგილი არ ჰქონია.

ავტომობილის დეტალები, ძალური აგრეგატისა და კონდიციონერის ჩათვლით, ძველებურად მუშაობს და არასდროს შეკეთებულა. ამასთან ავტომობილი ყოველ ორ წელიწადში მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის ტესტებს წარმატებით აბარებდა.

დილერი, რომლისგანაც ეს პიკაპი 17 წლის წინ შეიძინეს, აპირებს მის რესტავრაცასა და შოუ-რუმში დაყენებას.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑